საერთაშორისო ჯილდო „პრესის თავისუფლებისთვის" უკრაინელმა ჟურნალისტებმა მიიღეს

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტური ნაშრომების ყოველწლიურ კონკურსში „პრესის თავისუფლებისთვის“ გამარჯვებულები გამოაცხადა.

ნომინაციაში „გავლენისთვის“ გაიმარჯვეს უკრაინელმა ფოტორეპორტიორებმა, ამერიკული სააგენტო Associated Press-ის თანამშრომლებმა, მსტისლავ ჩერნოვმა და ევგენი მალოლეტკამ.

მათ ჯილდო ოკუპირებული მარუპოლიდან რეპორტაჟებისთვის გადაეცათ.

ორგანიზატორების ვებგვერდის მიხედვით, ჩერნოვი და მალოლეტკა იყვნენ „ერთადერთი რეპორტიორები, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში აშუქებდნენ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დაბომბვას".

დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა.